top of page
logo-7.png
  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
Минималистский лестница

პროექტი "არქიტექტორი 2.0"

კურსი დამწყები არქიტექტორებისთვის

  • Whatsapp

მოგვწერე და დარეგისტრირდი

კურსის დეტალები

კურსის ლექტორები 
 
გიორგი მახარაშვილი                                                                                                                                
სანდრო ლობჟანიძე

ხანგრძლივობა                                                                                                                        
14 ლექცია

სწავლების პერიოდი                                                                                                            
მაისი - ივნისი 2026

სწავლების ტიპი                                                                                     
Online 

ფასი                                                                                                                                           
790 ლარი

კურსის შესახებ

სტუდენტები მიიღებენ პროფესიონალი არქიტექტორისთვის აუცილებელ პრაქტიკულ ცოდნას მარტივი და გასაგები ენით.

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი საფუძვლიანად გაერკვევა შენობის ძირითადი ელემენტების არსში, მიიღებს ცოდნას პროექტირების ეტაპების შესახებ; გაერკვევა დეტალური პროექტირების ნიუანსებში, ასევე ისწავლის ნავიგაციას კანონმდებლობის სწორად და ეფექტიანად გამოყენებისთვის; ისწავლის კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების კითხვას. მიიღებს ცოდნას მაღალი დონის გრაფიკული სტანდარტების შესახებ, პროექტის პრეზენტაციისა და პროცესში მონაწილე მხარეებთან სწორე კომუნიკაციის შესახებ; შეძლებს ონლაინ პლატფორმებზე ოპერირებას და გაერკვევა მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში;

გარდა ამისა, სტუდენტი მიიღებს მისი პროფესიული ზრდისთვის აუცილებელ პრაქტიკულ რჩევებს;

კურსის გავლის შემდგომ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე, სტუდენტი შეძლებს უპირატესობა მოიპოვოს საკუთარი ბიზნესის განვითარების ან სამსახურის დაწყებისას კონკურენტულ გარემოში;

 

 

ძირითადი თემები:

  • ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და ხშირად დასმული შეკითხვები;

  • შენობის ნაწილების მარტივი და დეტალური გარჩევა რეალურ მაგალითებზე;

  • პროექტირების ეტაპები;

  • დეტალური პროექტირება;

  • ძირითადი საკანონმდებლო ბაზა პროექტირებისას;

  • ხანძარუსაფრთხოების და მისაწვდომობის კანონმდებლობის ანალიზი;

  • სწორი კომუნიკაცია პროცესის მონაწილეებთან;

  • პროექტის გრაფიკული მხარე; წარდგენა და კომუნიკაცია;

  • მშენებლობის ნებართვის მოპოვება;

* ყოველი ლექციის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის ნაწილი, სადაც ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს;

 

​​

თემები ლექციების მიხედვით:

საბაზო ნაწილი

  • როგორ მუშაობს შენობის კარკასი; შენობის ტიპები სტრუქტურის მიხედვით, შენობის ნაწილების გარჩევა; ძირითადი სამშენებლო მასალები;

  • შენობის გარსი; შემავსებელი მასალის ტიპები და თვისებები, მოპირკეთება;

  • როგორ მუშაობს თბოიზოლაცია - როგორ შევარჩიოთ კედლის სისქე; როგორია ნამდვილი ენერგო ეფექტური შენობა;

  • მარტივად გავერკვეთ კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებში; ნახაზების კითხვა; რჩევები კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობისთვის;

პროექტირება

  • როგორ ვიწყებთ? რა ეტაპებს გადის სრულყოფილი პროექტი, იდეიდან ზედამხედველობამდე; გრაფიკული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა; პროექტის სხვადასხვა სტადიის გრაფიკა;

  • დეტალური პროექტი - გარჩევა და სასარგებლო რჩევები;

  • პროექტირებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნები მარტივად და გასაგებად, ქალაქგეგმარებითი კანონმდებლობა (ზონირება, კოეფიციენტების ანგარიში და სხვა);

პროცესის მართვა

  • რა არის საჭირო მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად; ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა;

  • პროცესის მონაწილეები და მათთან ურთიერთობა; დამკვეთთან კომუნიკაციის ნიუანსები; სანებართვო პროცესის დეტალური გარჩევა რეალურ მაგალითებზე;

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების და მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მიმოხილვა

  • შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების და მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების გამოყენების პრინციპები და ქრონოლოგია პროექტირების დროს.

  • 41 დადგენილება - გამოყენების და დაკავებულობის კლასიფიკაცია და ძირითადი (მნიშვნელოვანი) მოთხოვნები თითოეული დაკავებულობისთვის.

  • 41 დადგენილება -  შენობების სახეობების შესაბამისად კონსტრუქციული ტიპების, სიმაღლისა  და ფართობის განსაზღვრა, მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება და გასასვლელი  საშუალებები.

  • 41 დადგენილება -  ხანძრისაგან დაცვის პასიური და აქტიური სისტემები, გზა-კიბეების და ლიფტების მოწყობის მოთხოვნები, შენობის შიგა გარემოს მოთხოვნები, წყალსადენი საშუალებებისადმი მინიმალური მოთხოვნები.

  • ტექნიკური რეგლამენტების - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს და „მისაწვდომობის ეროვნული  სტანდარტები“-ს ურთიერთკავშირი და გამოყენების პრინციპები

ლექტორების შესახებ

                                                                                                     
გიორგი მახარაშვილი 
არქიტექტურის დოქტორი;
სტოკჰოლმის სამეფო უნივერსიტეტის მაგისტრი;
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გამოცდილება - 15 წ.
კერძო პრაქტიკა - 25 წ.

                                                                                                                                                  

სანდრო ლობჟანიძე
არქიტექტურის მაგისტრი;

შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების და მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების ექსპერტი;
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გამოცდილება - 6 წ.
კერძო პრაქტიკა - 12 წ.

IMG_7121_edited.jpg
sadnro.jpg
bottom of page